На главную Грузинский язык Христианские тексты
Христианские тексты
Символ веры

მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი - იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა; რომელი ჩუენთვის, კაცთათვის, და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა. და ჯუარს-ეცუა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს ზე და ივნო და დაეუფლა; და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა; და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯუენით მამისა; და კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ;

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ;

ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებისა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ.

Отче наш

 

მამაო ჩვენო,

რომელი ხარ ცათა შინა,

წმინდა იყავნ სახელი შენი,

მოვედინ სუფევა შენი,

იყავნ ნება შენი,

ვითარცა ცათა შინა,

ეგრეცა ქვეყანასა ზედა,

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს,

და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,

ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,

და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,

არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან.

[რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება,

მამისა და ძისა და წმინდისა სულისა,

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.]

ამინ.

 

Яндекс цитирования
© travelgeorgia.ru 2010-2024
контент распространяется на условиях лицензии Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0

Страница сформирована за 0.04118013381958 сек.